Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ზანდუკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. 1918–1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, 1915 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრი, 1922–1923 წლებში საქართველოს ანტისაბჭოთა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის(იგივე-დამოუკიდებლობის კომიტეტი) სამხედრო ცენტრის წევრი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო შეიარაღებული რაზმების შექმნაში. დუშეთის მაზრაში ნიკოლოზ ზანდუკელის უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა ორი ასეთი რაზმი, რომლებიც დაექვემდებარა დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრს. 1922 წელს აქტიურად მონაწილეობდა ხევსურეთის ამბოხებაში, რომელსაც სათავეში ედგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. გამცემლობის შედეგად სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად ნიკოლოზ ზანდუკელი დააპატიმრა საქართველოს სსრ ე. წ. საგანგებო კომისიამ, რომლის დადგენილებით ისინი დახვრიტეს თბილისში, ახლანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.307 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |