შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ხორავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოჩხომური, ზუგდიდის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1915 წელს; 1915-1917წწ. სწავლობდა კიევის და 1919 წელს თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში; 1922 წელს შევიდა ა. ფაღავას თეატრალურ სტუდიაში. პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1923 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში (ხეცია, დადიანის "გეგეჭკორი"), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, 1935 წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949-1955წწ. დირექტორი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კ. მარჯანიშვილმა და ა. ახმეტელმა. საუკეთესო როლები: იოქანაანი ( უალდის "სალომე"), ანდუყაფარი (ერისთავის "გაყრა"), უსახელო (ტოლერის "კაცი-მასა"), ლაერტი (შექსპირის "ჰამლეტი"), ბერსენევი (ლავრენიოვის "რღვევა"), ანზორი (შანშიაშვილის "ანზორი"), არგიშდი (დადიანის "თეთნულდი"), კარლ მოორი (შილერის "ყაჩაღები"), პლატონ კრეჩეტი (კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი "), არსენა ( შანშიაშვილის "არსენა"), პედრო (მდივნის "ალკაზარი"), ოტელო (შექსპირის "ოტელო", ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ოიდიპოსი ( სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), სირანო (როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი" ), ტარიელი (ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ბორის გოდუნოვი (პუშკინის "ბორის გოდუნოვი") და სხვ.; 1924 წლიდან იღებდნენ კინოში: გიორგი სააკაძე ("გიორგი სააკაძე", 1942-1943), სკანდერბეგი ("ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი", 1953), გიჟუა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"!, 1965) და სხვ.; ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი დირექტორი (1939-1949) და პედაგოგი 1939 წლიდან (1947 წლიდან პროფესორი). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.497 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |