The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჩუბინიძე

მიხეილ ჩუბინიძე
Date of birth:28 February, 1910
Date of death:March, 2006  (at 96 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1929 წელს წითელი არმიის ქართულ თეატრში; 1930-1937 წწ. ჭიათურის თეატრის, ხოლო 1938-1939 წწ. გორის, ხაშურისა და სხვა თეატრების მსახიობია; ამავე დროს (1938) ხელმძღვანელობდა ხაშურის რკინიგზის მოზარდ მაყურებელთა თეატრს; 1940 წლიდან სოხუმის სახელმწიფო თეატრის ქართული დასის მსახიობია; თამაშობდა როგორც კომედიურ, ასევე ტრაგიკულ როლებს: გიორგი სააკაძე (ს. შანშიაშვილის "უგვირგვინო მეფენი"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ტეტერევი (მ. გორკის "მდაბიონი"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), ოიდიპოს მეფე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ოტელო (შექსპირის "ოტელო"), იეთიმ გურჯი (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი), პრეზიდენტი (ფრიდრიხ შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ბახა (ვაჟა ფშაველას "მოკვეთილნი"), გიჟუა (ავქსენტი ცაგარელის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"), ხევისბერი გოჩა (ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მამამზე ერისთავი (კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა") და სხვ. კინოროლები: "ხევისბერი გოჩა" (ნუგზარ ერისთავი, 1964), "მიხა" (მამა, 1965) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.166; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.137

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი

Share: