The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ სანიშვილი

ნიკოლოზ სანიშვილი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:26 ოქტომბერი, 1995  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი; 1921-1924წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრო-მექანიკურ ფაკულტეტზე; 1923 წელს სწავლობდა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ კინომსახიბოთა სკოლაში.

1931 წელს დამოუკიდებლად გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ნავთობის ხუთწლედის ბოლშევიკები". დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "უდაბნო" (1932), "დავით გურამიშვილი" (1946), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954), "შეწყვეტილი სიმღერა" (1960), "თოჯინები იცინიან" (1962), "ხევისბერი გოჩა" (1964), "განგაში" (1968), "ჩარი რამა"(1972), "მევლუდი" (1985) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "უდაბნო" (1932), "დავით გურამიშვილი" (1946), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954), "შეწყვეტილი სიმღერა" (1960),  "ხევისბერი გოჩა" (1964), "განგაში" (1968), "ჩარი რამა" (1972), "მევლუდი" (1985) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "წარსულის საშინელებანი" (1925), "მთის კანონი"(დოლგათი-ისმაილის მეგობარი, 1927), "უკანასკნელ საათს" (1929) და სხვ.

წყარო: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • ჩეხოსლოვაკიის შრომის ორდენი

გააზიარე: