| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტრიფონ რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონის სოფელი დიდვანი (ქვემო სურები). დაამთავრა თბილისის საფერშლო სკოლა-ინტერნატი 1893 წელს. მუშაობდა ფერშლად საქართველოს სხვადასხვა დაბასა თუ სოფელში. 1899 წელს გადმოვიდა თბილისში; მუშაობდა დიდუბის რაიონის სამკურნალოს ზედამხედველად (გორის ქუჩაზე), შემდეგ - სულით ავადმყოფთა თავშესაფარში (კოჯრის ქუჩაზე); 1904 წლიდან დაიწყო ლიტერატურულ მოღვაწეობაც - მისი მოთხრობები ("ოტოლა", "მიტრო ჭედიაშვილი", "ერთგული დედა", "ვიკენტიჩი" და სხვა.) იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიასა" და ჟურნალ "კვალში"; ერთდროულად თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიაში", აქ გამოაქვეყნა თავისი პირველი პიესები: "მეზობლები" (1904, ვალერიან გუნიას ინიციატივით 1905 წელს დაიდგა სახაზინო და არტისტული თეატრების, აგრეთვე რკინიგზელთა სახლის თეატრის სცენაზე), "ექიმი აშირბაჯიანი" (1906), "შეშლილნი" (1907), "საბედისწერო დამბაჩა" (1908), "დედინაცვალი" (1914), "სალომეს ოჯახი", "ჭკუამხიარული" (ორივე 1915), "სტუმარმასპინძლობა" (1919); გამომცემლობა "სორაპანმა" გამოსცა კრებული "დრამა და კომედია" (თბ., 1921); თბილისში 1921 წელს დააარსა საყრდენი ამბულატორია-პოლიკლინიკა წმ. ოლღას ქუჩაზე (ახლანდ. მე-9 საქალაქო პოლიკლინიკა, ლეო ქიაჩელის 18) და გარდაცვალებამდე იყო მისი ზედამხედველი; მას ეკუთრვნის პიესები: "სიხარულის საზღვართან" (1923), "გაჭირვების ტალკვესი" (1925), "მონადირე ქალები" (1927), "თავადი ქვეყნის თავი" (1928). მისი პიესების რეჟისორები იყვნენ: ა. წუწუნავა, ვ. გუნია, შ. დადიანი და სხვა; პიესები პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამავდროულად რამიშვილი ნაყოფიერად მოღვაწეობდა სამედიცინო სფეროშიც. 1921 წელს, ახალი პოლიტიკური წყობის დამყარების შემდეგ, დაევალა ამბულატორია-პოლიკნილიკური სამსახურის მოწყობა. იგი ითვლება პოლიკნილიკური სამსახურის დამაარსებლად. ქართველი ფერშალი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.748; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136; რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.285; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.236-237 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

