Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ჯაში![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1978 წელს. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 2002 წელს სადოქტორო დისერტაცია. სევილიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის სპეციალური ჯგუფის HUM 978 "ენა, ლიტერატურა, თარგმანი" მკვლევარი, ფონდი "ლინგვა პლუსის" თავმჯდომარე, www.linguaplus.gol.ge. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი. აქვს 38 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. მუშაობდა უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის არაერთი გრანტის გრანტიორი: ღია საზოგადოება-საქართველო(1998); ღია საზოგადოება-საქართველო(2003); TEMPUS-ის პროექტის მონაწილე, ორი ხუთენოვანი, ეკონომიკური და იურიდიული, ლექსიკის მთავარი რედაქტორი და შემდგენელი(2005-2007); ფონდი "ლინგვა პლუსის" ფარგლებში, დანიცა სელესკოვიჩისა და მარიან ლედერერის წიგნის "თარგმნის ხელოვნება და სწავლების მეთოდი" საავტორო უფლების მიღება და თარგმნა http://www.univ-paris3.fr/publications-47878.kjsp?RH=1257522045619(ქართული თარგმანი ინახება სორბონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, 2007); CNL-წიგნის საერთაშორისო ცენტრის გრანტიორი, პარიზი, ალფონს დოდეს წიგნის "ორშაბათობით ნაამბობი მოთხრობები", თარგმნა(2009); ფონდი "ლინგვა პლუსის" ფარგლებში, მარიან ლედერერის წიგნის "თარგმნა-ინტერპრეტაციული მოდელი" საავტორო უფლების მიღება და თარგმნა(ქართული თარგმანი ინახება სორბონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, 2010); ფრანგული ინსტიტუტის გრანტიორი, ფონდი "ლინგვა პლუსის" ფარგლებში უნივერსიტეტის პროფესორებისათვის ტრენინგების ორგანიზება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში თარგმანმცოდნეობაში(2014); ფრანგული ინსტიტუტის გრანტიორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ლინგვა პლუსის" ფარგლებში უნივერსიტეტის პროფესორებისათვის ტრენინგების ორგანიზება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში თანმიმდევრულ თარგმანში(2016); არის ექსპერტი ჟურნალებისა: ჟურნალ «Palimpsestes», N23, 2010, "Traduire la cohérence", ფრანკოფონულ უნივერსიტეტთა ასოციაციის (AUF) თხოვნით ექსპერტი: http://www.bulletin.auf.org/index.php?id=419(2011); ფინურ ჟურნალში "Theory and Practice in Language Sudies" დაბეჭდილი სტატიის ექსპერტი(2011); პოლონური ჟურნალის "Acta Universitatis Lodzienskis, Folia Romanica N10/15-ს" ექსპერტი(2015); არაერთხელ იყო სამეცნიერო მივლინებაში სორბონის უნივერსიტეტში; არის მრავალი წიგნის, ლექსიკონის და თარგმანის ავტორი (90-ზე მეტი ნაშრომი). მონაწილეობა აქვს მიღებული 28-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში. იყო 46-ჯერ სადისერტაციო საბჭოს წევრი და ოპონენტი, მათ შორის ბაქოსა და პარიზის სორბონის უნივერსიტეტებში. 1997 წელს მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში სამ რადიოგადაცემაში "FRANCE CULTURE"-ზე და ორ ტელეგადაცემაში "FRANCE-2"-ზე. სინქრონისტი-თარჯიმანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |