შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფილიპე![]()
ბიოგრაფიასინას მთაზე ხელნაწერებში დაცულია მისი ერთადერთი ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი აკროსტიქული იამბიკო, რომლის კიდურწერილობაა: "ფილიპე ბეთლემი", ესაა ქალწულისაგან ბეთლემში ქრისტეს შობისადმი ხოტბა; საგალობელი ყურადღებას იქცევს საზომის თვალსაზრისით; შედგება 13 ტაეპისაგან, თითოეული ტაეპი შეიცავს 16 მარცვალს, შაირის საზომს – "ქალწულო, ღვთისმშობელო, დედოფალო, ბეთლემო" – და ამდენად, სტრიქონები თითქოს ერითმება კიდეც ერთმანეთს; ცხადია, ეს არ არის რუსთაველისებური 16–მარცვლოვანი საზომის ჩამოყალიბებული სახე, მაგრამ აშკარაა, რომ იამბიკოში დასტურდება ამ სალექსო ფორმის ჩანასახი; ეს ზრდის ფილიპე ბეთლემელის საგალობლის მნიშვნელობას ქართული მეტრიკის ისტორიისათვის; ეს საზომი შემდგომში გამოიყენა საერო მწერლობამ; მის იამბიკოს სინას მთის ხელნაწერებში მიაკვლია ნ. მარმა, მანვე გამოსცა პირველად ტექსტი (1910); პ. ინგოროყვას აზრით ფილიპე ბეთლემელს მონაწილეობა მიუღია პალესტინის სკოლის საწელიწადო იადიგარის შედგენაში; X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 466; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. - თბ., 1986. -გვ. 302; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.305
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |