Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1893 წელს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სოფელ დიდ ჯიხაიშში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ნუხაში, ბაქოში და სხვ. 1918 წელს იყო თბილისი მიხეილის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე. 1919 წლიდან კი ქალაქის I საავადმყოფოს მთავარი ექიმი. შეისწავლიდა მუცლის ტიფის, ტუბერკულოზის, მალარიის, ღვიძლის აბსცესის, აორტის ანევრიზმის, კუჭის სეკრეციის მოშლის, კურორტოთერაპიის და სხვა საკითხებს. მან პირველმა ამიერკავკასიაში შემოიღო ტუბერკულოზით დაავადებულთა ხელოვნური პნევმოთორაქსით მკურნალობის მეთოდი. თერაპევტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.295; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.431 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |