The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლორთქიფანიძე

მიხეილ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 1990  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილება 1936 წელს.

1937 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1949-1962წწ. - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი; 1970-1975წწ. - თავმჯდომარის მოადგილე; არქიტექტორთა საკავშირო და საერთაშორისო ყრილობების დელეგატი; ჟურნალ "არქიტექტურა და მშენებლობა" კორესპონდენტი; რამდენიმე მოწვევის თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; არქიტექტურული საბჭოების წევრი. ავტორია პროექტებისა, რომელთაგან ბევრი განხორციელებულია: სასოფლო საბჭო ხევსურეთში (1938), სკოლამდელი დაწესებულებები, სკოლები და ტექნიკუმები (თბილისის, გორი, ონი, დიდი ჯიხაიში - 1930-1950), ღვინის ქარხნები (მანავი, შრომა - 1940-1941), ექსპერიმენტული საცხოვრებელი მიკრორაიონის დაგეგმარება თბილისში ბახტრიონისა და იყალოთოს ქუჩებს შორის (1968-1970), საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს ადმინისტრაციულ და სამეცნიერო-კვლევით შენობათა კომლექსი (1968-1969), თბილისში მუშათა კულტურის სახლი "ისანი" (1970), ექსპერიმენტული საცხოვრებეილ სახლები ბათუმში (1974-1975) და სხვ. მისი რედაქტორობით დაიბეჭდა ცალკეული შრომები და ითარგმნა წიგნები. პროფესორი (1975).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.295; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.101-102; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.432

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • სკკპ, წევრი (1945-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: