Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ლოსაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მანდიკორი, ახლანდელი ტყიბულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს. 1924 წლიდან მუშაობდა "ზაჰესის" მშენებლობაზე და ამ წლიდან, ორმოცი წლის განმავლობაში, მისი ტექნიკური ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა 25 ჰესის პროექტი, მათ შორის, 20 ჰესი საქართველოს ენერგოსისტემაში, ორი რუმინეთში და სამი ბულგარეთში; 1955 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდროტექნიკური ფაკულტეტის კათედრის გამგის თანამდებობაზე; ამ პერიოდში შეთავსებით მუშაობდა მთავარ სპეციალისტად "თბილჰიდროპროექტში"; 1965-1972წწ. იყო "ჰიდროპროექტის" მთავარი ინჟინერი. არის ჰიდროელექტროსადგურების ორიგინალური პროექტების ავტორი; გამოქვეყნებული ჰქონდა 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდებს, აგრეთვე საქართველოს ძველი სარწყავი არხებისა და წყალსადენების გამოკვლევას. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966), ჰიდროტექნიკოსი, საქართველოს სსრ-ში ჰიდროენერგეტიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.296; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.102; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.436 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |