შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ლოსაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მანდიკორი, ახლანდელი ტყიბულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს. 1924 წლიდან მუშაობდა "ზაჰესის" მშენებლობაზე და ამ წლიდან, ორმოცი წლის განმავლობაში, მისი ტექნიკური ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა 25 ჰესის პროექტი, მათ შორის, 20 ჰესი საქართველოს ენერგოსისტემაში, ორი რუმინეთში და სამი ბულგარეთში; 1955 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდროტექნიკური ფაკულტეტის კათედრის გამგის თანამდებობაზე; ამ პერიოდში შეთავსებით მუშაობდა მთავარ სპეციალისტად "თბილჰიდროპროექტში"; 1965-1972წწ. იყო "ჰიდროპროექტის" მთავარი ინჟინერი. არის ჰიდროელექტროსადგურების ორიგინალური პროექტების ავტორი; გამოქვეყნებული ჰქონდა 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდებს, აგრეთვე საქართველოს ძველი სარწყავი არხებისა და წყალსადენების გამოკვლევას. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966), ჰიდროტექნიკოსი, საქართველოს სსრ-ში ჰიდროენერგეტიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.296; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.102; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.436 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |