The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფისტიკა

Legal name:ბისტიკა
Date of birth:10??
Date of death:11??
Category:Poet

Biography

"ფისტიკა" სახელი შეურქმევიათ, რადგან თვალბისტიანი, ანუ ბრმა ყოფილა; ა. შანიძის აზრით, "ბისტიკა" სომხური "პსტიკ"(პატარა)–იდან მიღებული სიტყვაა; მისი ბიოგრაფიული ცნობები არა არის ცნობილი; ყოფილა ათვალწუნებული მელექსე, რომელიც სტვირსა და ჭიანურზე დასამღერებელ შაირებს თხზავდა; თეიმურაზ II(1700–1762) აგდებულად იხსენიებს ლექსში "გაბაასება რუსთველთან", სადაც "ბისტიკა ცრუს" უწოდებს; ფისტიკას მემკვიდრეობა, მართალია, უკვალოდ არის დაკარგული, მაგრამ ტრადიციული ცნობებით იგი მიჩნეულია ახალი სალექსო საზომის – ფისტიკაურის, ლექსის ორმარცვლოვანი საზომის დამამკვიდრებლად; ფისტიკაურში დაცულია გარეგანი რითმა, ეს საზომი ცნობილი გახდა ფისტიკაურის(ბისტიკაურის, პისტიკაურის) სახელით; ა. შანიძის მოსაზრების თანახმად "ფისტიკაურის" სალექსო ფორმა არქაულია და მისი შემომტანი ქართულ მწერლობაში ფისტიკა არ უნდა იყოს; XI-XII საუკუნეების ქართველი პოეტი, აშუღი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 468; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.307


Share: