The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლატავრა ფოჩიანი

ლატავრა ფოჩიანი
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 2011  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლექსურა, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახლმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1947 წელს გადადგა პირველი ნაბიჯები ქართული ცეკვის სარბიელზე, პიონერთა სასახლეში არსებულ ქორეოგრაფიულ წრეში (ხელმძღვანელი ა. ჩიხლაძე, რ. ჭოხონელიძე); 1956-1961წწ. იყო ლენინური კომკავშირის ლაურეატი ანსამბლის სოლისტი (ხელმძღვანელი ბ. დარახველიძე); 1965–1982წწ. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი; რეპერტუარი: "ქართული", "ყარაჩოხელი", "აჭარული", "სიმდი", "მთიულური", "ხევსურული", "ცეკვა დაირით", "ნესტან–დარეჯანის ცეკვა" (ქორეოგრაფიული დადგმა "ქაჯეთის აღება"), "ძველი თბილისის სურათები"; მონაწილეობდა კინოფილმებში: "შეხვედრა მთაში", "ტრიუმფი ლა–სკალაში", "საქართველო – ლეგენდები და სინამდვილე", "ძველი თბილისის მელოდიები", "რუსთაველი – 800"; გადაღებული დოკუმენტურ კინოფილმში – "ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი"(1982, რეჟისორი მ. ბორაშვილი); პოეტმა ი. ნონეშვილმა მიუძღვნა ცნობილი ლექსი "შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა"; მისი შემოქმედება და სცენური სახეები ასახულია სახვით ხელოვნებაშიც (კ. სანაძის "ცისფერი ლატავრა", "ლატავრა დაირით", "ტრიპტიხი შოთა რუსთაველი", მხატვარ ვ. ონიანის ფერწერული ტილო "ლატავრა" და სხვა.). მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI ფესტივალისა (1957) და ვენის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII ფესტივალის გამარჯვებული, საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი ქართველი მოცეკვავე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. კიაზო ნადარეიშვილის მეუღლე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 470; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.- გვ.263-264; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.359; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: