The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუკა იერუსალიმელი

ოფიციალური სახელი:ლუკა მუხაისძე
დაბადების თარიღი:1245
გარდაცვ. თარიღი:1273  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

20 წლისა გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც ბერად აღიკვეცა. მან კარგად შეისწავლა არაბული ენა. თავდაპირველად დიაკვნად, ხოლო შემდეგ წინამძღვრად აკურთხეს იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში, რომელსაც სამი წელი (1270–1273) მართავდა. 1270-1273წწ. იყო იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი. 1273 წელს ჯვრის მონასტერი მამლუქებმა მიიტაცეს და ლუკა იერუსალიმელი ქრისტიანობის დაცვისათვის სიკვდილით დასაჯეს (იხ. "ლუკა იერუსალიმელის მარტვილობა"). საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 12(25) თებერვალი. სასულიერო მოღვაწე, წმინდანი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.308;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.444


გააზიარე: