The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოვაკიმე (დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი)

დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:14??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსი დაახლოებით XV საუკუნის 70-იან წლებში, ცაიშელ-ბედიელი (ცაიშისა და ბედიის მთავარეპისკოპოსი). დასავლეთ საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური მმართველების - ბაგრატ IV დადიანისა და გურიელის სურვილით კათოლიკოსად აკურთხა არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, არამედ დასავლეთ საქართველოში შემთხვევით ჩამოსულმა იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქმა მიქაელმა (1470/1474—1484 წწ.). ამ აქტით მათ ხელი შეუწყვეს საქართველოში პოლიტიკური განკერძოებულობის გაღრმავებას. იოვაკიმეს კათოლიკოსად დადგენასთან დაკავშირებით პატრიარქ მიქაელის სახელით შედგა კანონიკური ძეგლი "მცნებაი სასჯულოი", რომელიც განსაზღვრავდა და აწესრიგებდა სრულიად აფხაზეთის კათოლიკოსის იურისდიქციას, მოქმედ საეკლესიო დისციპლინურ და რელიგიურ-სარწმუნოებრივ ნორმებს, სასჯელს და სხვა. წყაროებში იოვაკიმე დახასიათებულია როგორც საეკლესიო საქმეების ენერგიული გამგებელი, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა საკუთრივ აფხაზეთში ქრისტიანული რელიგიის დანერგვა-განმტკიცებისათვის. იოვაკიმეს ამაგი დაუდვია იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისთვის, ამის გამო იქ საუკუნო აღაპი დაუწესეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 195


გააზიარე: