Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მაევსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ჩოჩეთი, ახლანდელი კასპის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის ჰიდროტექნიკური ტექნიკუმი 1929 წელს; დაუსწრებლად კიევის სამშენებლო ინსტიტუტი - 1931 წელს; სსრკ ელექტროსადგურების სამინისტროს ენერგეტიკული აკადემია - 1954 წელს. 1929-1933წწ. მუშაობდა დნეპროჰესის მშენებლობაზე ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1933-1939წწ. - ბაქსანმშენის (ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკა) კაშხლის მთავარი კვანძის უფროსი; 1939-1949წწ. - ხრამჰეს-1-ის, სამგორის ჰესებისა და ყარაბულხაჰესის მშენებლობების უფროსი; 1954-1965წწ. - სიონჰესის მშენებლობის უფროსი; 1965-1967წწ. - ასუანის მაღლივი კაშხლის (არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა) მშენებლობის უფროსი სპეციალისტი; 1967-1971წწ. - ენგურჰესის ჯერ მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ - მშენებარე ჰესის დირექციის მთავარი ინჟინერი; დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.344; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.204; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.454 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |