Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე რუსინოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პავლოვსკი პოსადი - რეგიონალური დაქვემდებარების ქალაქი მოსკოვის ოლქის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. დაამთავრა მოსკოვის აკადემიის მცირე თეატრის სტუდია 1930 წელს. 1930-1952წწ. მოღვაწეობდა მოსკოვის, ვიატკის, როსტოვის, სამარის, კრასნოიარსკის, ნორილსკისა და სხვა თეატრებში; 1952-1961წწ. თბილისის ა. გრიბოედოვის სახ. თეატრის, ხოლო 1961-დან მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი იყო. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, სასიამოვნო ტემბრის ხმით, აქტიორული ტემპერამენტით; ჰეროიკული პლანის მსახიობი იყო; მნიშვნელოვანი როლები: რომეო, ორსინო, მალკოლმი, კასიო (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "მეთორმეტე ღამე", "მაკბეთი", "ოტელო"), კარლ მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ვრონსკი (ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა"), კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ჩაცკი (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), შერვინსკი (მ. ბულგაკოვის "ტურბინთა დღეები") და სხვა. მონაწილეობდა ლიტერატურულ საღამოებში; გამოდიოდა ესტრადაზე როგორც მხატვრული კითხვის ოსტატი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.758; http://ru.wikipedia.org/wiki/Русинов,_Иван_Николаевич Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |