The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდანი (დემეტრე I-ის ასული)

Legal name:რუსუდან ბაგრატიონი
Date of birth:11??
Date of death:12??
Category:Diplomat, Royalty

Biography

რუსუდანი — XII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, დედოფალი, დემეტრე I-ის ასული, თამარ მეფისა და რუსუდანის გამზრდელი. აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში გიორგი III-ისა და თამარის დროს. მან დიპლომატიური მისია შეასრულა ელდიგუზ ათაბაგთან გიორგი III-ის შეთანხმებაში ქალაქ ანისის გამო (დაახლოებით 1165). რუსუდანი სათავეში ედგა მოლაპარაკებას დიდგვაროვან ფეოდალებსა და თამარს შორის ამ უკანასკნელის მეორედ მეფედკურთხევისას (1184). რუსუდანი სულ მცირე ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინება შედგა 1152 წელს, მეუღლე იყო მესოპოტამიისა და დასავლეთ სპარსეთის სელჯუკი სულთანი ღიაზ ედ-დინ მასუდი (მასუდ თერიმეკი). მასუდი მალევე გარდაიცვალა, ხოლო დედოფალი საქართველოში დაბრუნდა. რუსუდანი მეორე მეუღლე იყო ხორასნის სელჯუკთა სულთანი აჰმად სანჯარი. აჰმადმა რუსუდანი 1156 წელს შეირთო ცოლად, მას შემდეგ, რაც მას პირველი მეუღლე - თურქან ხათუნი გარდაეცვალა. თვით აჰმადი შემდეგ წელს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, რუსუდანი კიევის დიდი მთავარის იზიასლავ II-ის მეუღლე იყო 1153-1154 წლებში. მისი დიდი აქტივობა ჩანს თამარის საქმროს საკითხის გადაჭრაში. შემდეგ კი მხარი დაუჭირა იური ანდრიას ძის საქართველოდან გაძევებას. რუსუდანის კარზე აღიზარდა თამარის მეორე ქმარი დავით სოსლანი. იური ანდრიას ძის აჯანყების (1191) ჩახშობის შემდგომ რუსუდანის შუამდგომლობით თამარმა შეუნდო ქმარყოფილს და უვნებელი გაუშვა საქართველოდან. რუსუდანი კულტურაში: ქართულ ისტორიოგრაფიასა და კულტურაში რუსუდანი ძირითადად მიჩნეულია როგორც თამარ მეფის გამზრდელი მამიდა, და განსხვავებით სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა, მის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ისტორიკოსი და რუსთველოლოგი იოსებ გოგატიშვილი თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამტკიცებს, რომ "ვეფხისტყაოსანი" ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზეა დაწერილი. ასე მაგალითად, ის როსეტავნსა და ავთანდილს დავით კურაპალატსა და ბაგრატ III-ს ადარებს. ფარსადანს, ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს კი გიორგი III-ს, შოთა რუსთველსა და თამარს. მისივე მტკიცებით, ქაჯთა დედოფლის, დავარის ისტორიული პროტოტიპი იყოს სწორედ რუსუდანი. გარდაიცვალა დაახლოებით 1208/1210 წლებში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.758; http://ka.wikipedia.org/wiki/რუსუდანი_(დემეტრე_I-ის_ასული)


Share: