The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზანქელ ზორაბაბელი

Date of birth:11??
Date of death:11??
Category:Nobleman

Biography

ზანქელ ზორაბაბელი იყო ("ქართლის ცხოვრების" ვახტანგისეული რედაქციის ნუსხებით: ზანქან), თბილისელი ებრაელი დიდვაჭარი XII საუკუნის II ნახევარში. თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით გაიგზავნა ჩრდილოეთ კავკასიაში თამარის საქმროს ჩამოსაყვანად. მან სწრაფად შეასრულა დავალება და საქართველოში ჩამოიყვანა ვლადიმირ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის ვაჟი იური(გიორგი), რომელიც, საკუთარი სამფლობელოდან გაძევებული, ყივჩაყთა ქალაქ სევინჯში (სუნჯაში) იყო თავშეფარებული. თამარის მეორე ისტორიკოსის ბასილი ეზოსმოძღვრის აზრით, ეს გადაწყვეტილებაც ნაჩქარევი იყო და ზანქელ ზორაბაბელიც არ შეესაბამებოდა ასეთი მნიშვნელოვანი დავალების შემსრულებლის დონეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.309


Share: