The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ზარდალიშვილი

გრიგოლ ზარდალიშვილი
Date of birth:1 August, 1914
Date of death:28 October, 1979  (at 65 years)
Category:Geographer, Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, რომელიც ომის შემდეგ დაამთავრა.

მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი სადოქტორო ნაშრომი შემდეგში საფუძვლად დაედო დამხმარე სახელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლებისათვის. 1960 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს სსრკ ეკონომიკურ გეოგრაფიაში, საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში, გეოგრაფიის ისტორიაში, ეკონომიკური გეოგრაფიის შესავალსა და სხვ. იყო გეოგრაფიის კეთედრის გამგე, წლების განმავლობაში რედაქტორობდა ჟურნალ "ისტორია, გეოგრაფია სკოლაში". საინტერესო ცნობები შეაგროვა ქართველი მოგზაურის რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფიისა და რესპუბლიკაში გეოგრაფიული მეცნიერების განვითარების საკითხებს. მის შრომებში მოცემულია საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს დასახლებული პუნქტების, მათ შორის თბილისის და მისი მიდამოების სახელწოდებათა ახსნა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967), ეკონომისტ-გეოგრაფი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი თუშეთი", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"საქართველოს ეკონომიური დარაიონება", დაიცვა 1964 წელს (მოსკოვი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.310; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.124

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, სამეცნიერო საბჭოსა და პრეზიდიუმის წევრი

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: