შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ზარდალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, რომელიც ომის შემდეგ დაამთავრა. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი სადოქტორო ნაშრომი შემდეგში საფუძვლად დაედო დამხმარე სახელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლებისათვის. 1960 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს სსრკ ეკონომიკურ გეოგრაფიაში, საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში, გეოგრაფიის ისტორიაში, ეკონომიკური გეოგრაფიის შესავალსა და სხვ. იყო გეოგრაფიის კეთედრის გამგე, წლების განმავლობაში რედაქტორობდა ჟურნალ "ისტორია, გეოგრაფია სკოლაში". საინტერესო ცნობები შეაგროვა ქართველი მოგზაურის რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფიისა და რესპუბლიკაში გეოგრაფიული მეცნიერების განვითარების საკითხებს. მის შრომებში მოცემულია საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს დასახლებული პუნქტების, მათ შორის თბილისის და მისი მიდამოების სახელწოდებათა ახსნა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967), ეკონომისტ-გეოგრაფი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი თუშეთი", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"საქართველოს ეკონომიური დარაიონება", დაიცვა 1964 წელს (მოსკოვი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.310; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.124 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |