The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სამხარაძე

გიორგი სამხარაძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1910
გარდაცვ. თარიღი:26 აპრილი, 1982  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პირველი ფერსათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1936 წელს.

1942-1944წწ. იყო გაზეთი "ინდუსტრიული ქუთაისის" პასუხისმგებელი მდივანი; 1944-1955წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი; 1958 წლიდან ქუთაისის დრამატული თეატრის დირექტორი. პირველი პოეტური კრებული "საქართველოს ლაჟვარდები" გამოაქვეყნა (1947). მას ეკუთვნის შემდეგი კრებულები: "ლექსები" (1952), "სიყვარულის თაიგული" (1957), "სიცოცხლის ძახილი" (1960), "ლექსები" (1972), "რჩეული"(1974), "სიახლოვე" (1979) და სხვა.; "ვ. ლენინის სახე ქართულ ხალხურ პოეზიაში" (1957), "რუსთაველი და თანამედროვე ქართული პოეზია" (1966), "საქართველო ხალხურ პოეზიაში" (1972) და სხვა. ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ ენებზე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.51

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1945-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: