შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დუდუხანა წეროძე![]()
ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1938 წელს დაამთავრა "სახკინმრეწვთან" არსებული კინოსკოლა. 1949 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1955 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. 1934 წლიდან იღებენ კინოში. შესრულებული აქვს როლები: მარო ("უკანასკნელი მასკარადი", 1934), პეპელა ("დაკარგული სამოთხე", 1937) ნანი ("კოლხეთის ჩირაღდნები", 1941), მაგდანა ("მაგდანას ლურჯა", 1955), თამარი ("ჩვენი ეზო", 1956), თამარი ("განაჩენი", 1959), კესარია ("უდიპლომო სასიძო", 1961), ეკა ("პალიასტომი", 1963), კაკანო ("მე ვხედავ მზეს", 1965), ბარბალე ("ტარიელ გოლუა", 1968), ივლიტა ("სემირამიდას ბაღები", 1970), დომნა ("ჩარი-რამა", 1972), ასპიროზი ("ყვარყვარე", 1978), ეფროსინე ("გამოაღეთ ფანჯრები", 1981), მართა ("კუკარაჩა", 1982) და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაგდანას როლი ფილმში "მაგდანას ლურჯა". წყარო:ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.188 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |