შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1946 წელს; იმავე ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1971 წელს. 1970-1991წწ. თბილისის საესტრადო ხელოვნების სასწავლებელში კითხულობდა მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების კურსს; 1946-1953წწ. მუშაობდა სოხუმის თეატრის ქართულ დასში; 1954 წლიდან თბილისის რუსთაველის თეატრში. გადაღებულია ფილმებში: "ბედნიერი შეხვედრა" (მასწავლებელი, 1949), "შეხვედრა წარსულთან" (ექთანი, 1966), "სემირამიდას ბაღები" (1970), "დიდოსტატის მარჯვენა" (1970), "დათა თუთაშხია" (ივლიტა, 1978) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |