Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია წყნეთელი![]()
Biographyმაია წყნეთელის გვარი ცნობილი არ არის. ზეპირსიტყვიერების ცნობით, მისთვის ბატონს შეურაცხყოფა მიუყენებია, ამის გამო მამამისს თავი ჩამოუხრჩვია, დედა კი შიმშილით მომკვდარა. შურისძიების გრძნობით გამსჭვალულ კაცურად გადაცმულ მაიას ერეკლე II-ის კარზე დაუწყია სამსახური. მას ბევრჯერ მებატონეების მიერ ყიზილბაშებზე გაყიდული ქალ-ვაჟი გაუთავისუფლებია. მებატონეთა დაბეზღებამ აიძულა იგი ყაჩაღად გავარდნილიყო. დაღუპულა სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თავგადასავალი აისახა ქართულ ფოლკლორში, თეატრსა და კინოში. XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი სახალხო გმირი, მათე ყაჩაღად წოდებული. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.360
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |