The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე საბაშვილი

ალექსანდრე საბაშვილი
Date of birth:26 February, 1917
Date of death:1971  (at 53 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი თბილისში 1941 წელს.

მსახურობდა არქიტექტორად საბჭოთა კავშირის საავიაციო მრეწველობის სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში (მოსკოვი, 1946), "საქკომუნპროექტში" (1947, შემდგომში - "საქქალაქმშენსახპროექტი"); 1954 წლიდან გარდაცვალებამდე დირექტორი; ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები ფილისა და ტუშინოში (1946, ვ. საუკესთან ერთად), ადმინისტრაციული ცენტრები თერჯოლაში, ტყიბულსა და ზუგდიდში (1948), ი. სტალინის ძეგლი გურჯაანში (1949); თბილისში: მწერალ კ. გამსახურდიას საცხოვრებელი სახლი "კოლხური კოშკი" (1948), საცხოვრებელი სახლი ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე (1949; გ. გრესელთან ერთად), სპორტული კომპლექსი (1949; ვ. ბერიძესთან ერთად), საცხოვრებელი სახლი ვ. ბარნოვის ქუჩაზე (1956; შ. დავითაშვილთან და ნ. მესხთან ერთად), "საქქალაქმშენსახპროექტის" ადმინისტრაციული შენობა (1962; ს. რევიშვილთან, დ. ჩოფიკაშვილთან და სხვებთან ერთად), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსი (1970; შ. კაჭკაჭიშვილთან, ლ. მეძმარიაშვილთან და სხვებთან ერთად) და სხვა; სსრკ-გერმანიის ომის (1941-1945წწ.) მონაწილე.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.762; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.494

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: