შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ზარელუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ფოთის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს. 1925–1927 წლებში მუშაობდა კოლხეთის ჭაობის ამოშრობაზე. 1927–1929 წლებში ფოთში იყო სხვადასხვა კომკავშირულ, პროფკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს იყო მოქმედ არმიაში 46-ე, მე-18, მე-3 გვარდიების განსაკუთრებული განყოფილების უფროსი (1942–1945). ასრულებდა სპეციალურ დავალებებს. იბრძოდა ამიერკავკასიის, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის I და IV, იმიერბაიკალეთის ფრონტებზე. 1945–1948 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და მანჯურიაში. 1954–1972 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. გენერალ-მაიორი (1944). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.312 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |