The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯიმი ზარიძე

ჯიმი ზარიძე
Date of birth:2 August, 1952  (72 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალი ათონი, გუდაუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი 1973 წელს, ლენინგრადის მ. კალინინის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემია 1983 წელს.

1973–1978 წლებში მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა ჯარებში. 1991–1992 წლებში იყო საარტილერიო პოლკის მეთაური, 1992–1993 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის უფროსის მოადგილე. 1993–1997 წლებში გაერთიანებული სამხედრო აკადემიის უფროსის მოადგილე, 2001–2002 წლებში სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, 2002–2003 წლებში გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2003–2004 წლებში ეროვნული სასწავლო ცენტრის უფროსი. 2004 იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიის სარდალი, 2005–2006 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილე. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენით და მედლით. ბრიგადის გენერალი (2005).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.316


Share: