Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა ქავთარაშვილი
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1993 წელს(ვოკალური). 2000–2001წწ. გაიარა ვოკალური დახელოვნების კურსები "ვერდის ფესტივალის ფონდის" "ვერდის საოპერო სტუდიაში", თეატრ "რეჯიო დი პარმაში", სოპრანო რენატა სკოტოს ხელმძღვანელობით; სწავლა გააგრძელა ჩიგიანას აკადემიაში, თრეინინგების კურსი გაიარა პარმის(იტალია) "არტურო ტოსკანინის" აკადემიაში, პედაგოგი კ. ბერგონცი; არის აკადემიის სტიპენდიანტი; 1998 წელს დებიუტი შედგა, აბიგაილი(ვერდი "ნაბუქო", ქ. ბუსეტო); გამოდის მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე ლა სკალა(მილანი), მაჯიო ფიორენტინოს(ფლორენცია), "Teatr Liriko di Caglari", აგრეთვე: ლომბარდიის, კრემონის, პარმის, პრაღის, ბრატისლავას, მიუნხენის, მონპელიეს, თბილისის; თანამშრომლობს დირიჟორებთან და მომღერლებთან: ლ. მააზელი, ვ. გერგიევი, ჯ. კონლონი, ნ. მარტინუჩი, ლ. საკომანი, ა. მაესტრი, ს. ლიციტრა, ლ. ნუჩი, დ. საჯიკი, პ. ბურჭულაძე; რეჟისორებთან: ა. კონჩალოვსკი, ლ. დოდინი, დ. აბადო; მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში(2012 გალა–კონცერტი პარიზში, პ. ბურჭულაძესთან ერთად. 2013 ვერდის 200 წლის საიუბილეო კონცერტების ციკლში "ვერდი–გალა" ევროპის კონტინენტზე); რეპერტუარი: ვალლი(კატალანი "La Wally"), ჯოკონდა(პონკიელი "ჯოკონდა"), აქსინია(შოსტაკოვიჩი "მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი"), ჟორჟეტა, მინი, მანონი, ტურანდოტი(პუჩინი "მოსასხამი", "გოგონა დასავლეთიდან", "მანონ ლესკო", "ტოსკა", "ტურანდოტი"), აიდა, ოდაბელა, ელიზაბეტა, ჟანა, ჯიზელდა, ლეონორა, ლუიზა, მაკბეტი, აბიგაილი, ამელია ბოკანეგრა, ამელია, ლეონორა(ვერდი "აიდა", "ატილა", "დონ კარლოსი", "ჟანა დ'არკი", "ლომბარდიელები", "ბედის ძალა", "ლუიზა მილერი", "ლედი მაკბეტი", "ნაბუქო", "სიმონ ბოკანეგრა", "ბალ–მასკარადი", "ტრუბადური"), სანტუცა(მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ბრუნჰილდა, ვენერა, იზოლდა(ვაგნერი "ღმერთების დაღუპვა", "ტანჰოიზერი", "ტრისტან და იზოლდა"); საოპერო მომღერალი, სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 473 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |