Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა გაწერელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს. 1958-1959, 1963-1973, 1975-1996წწ. მოღვაწეობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1959-1960წწ. ჭიათურის თეატრში; 1973-1975წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, სადაც წარმატებით დადგა დ. კლდიაშვილის "ბაკულას ღორები", "ირინეს ბედნიერება", მ. ჯაფარიძის ,"ჩვენებურები"; 1976-1996წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი. განახორციელა 80-მდე სპექტაკლი. 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე წარმართავდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა მაგისტრანტთა ჯგუფებს საშემსრულებლო ხელოვნებასა და რეჟისურაში. წყარო: საქართველოს ახალი ამბების სააგენტო: ghn.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.178 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |