The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ სახოკია

Date of birth:28 June, 1902
Date of death:17 August, 1983  (at 81 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაღმარანი, ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1926 წელს. 

მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის შირაქისა (1939) და ყაზბეგის (1961) სამეცნიერო სტაციონარები. 1961 წლიდან ყაზბეგის მაღალმთის სტაციონარის გამგე. მას ეკუთვნის გამოკვლევები ფლორისტიკაში, მცენარეთა სისტემატიკაში, ბოტანიკაში, გეოგრაფიაში, გეობოტანიკაში (კავკასიის მცენარეულობის კლასიფიკაცია, კარტოგრაფირება, მთიანი ქვეყნების ვერტიკალური სარტყლიანობის და გეობოტანიკური დარაიონების პრინციპების დამუშავება). ავტორთა კოლექტივთან ერთად შექმნა სსრკ ევროპული ნაწილის მცენარეულობის რუკა (I გამოცემა-1950, II გამოცემა-1980). თანაავტორია მონოგრაფიისა "სსრ კავშირის ევროპული ნაწილის მცენარეულობა" . ბოტანიკოსი, გეობოტანიკოსი, გეობოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.257 

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის , წევრი

Awards and Honors

  • ვ. კომაროვის სახელობის პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: