Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი სესიაშვილი![]()
Biographyსწავლობდა ჟენევაში (1912), პარიზში (1913, 1914), თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1922-1928). იყო ი. ნიკოლაძის მოწაფე. 1934 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1965 წლიდან პროფესორი). შესრულებული აქვს ე. ციციშვილის (1941), ნ. ჯალაღონიას (1957), ე. ბუჩუკურის (1958), პორტრეტები. განსაკუთრებით გატაცებული იყო რელიეფური პლასტიკით. გამოიმუშავა თავისებური ტექნიკა-გიფსოგრაფია (რელიეფური ხაზებით გამოყვანილი ნახატი). ნამუშევრები: "ქარში" (ბარელიეფი, 1930), "მუშაობის შემდეგ" (1936), "პარტიზანი" (1944), "უხვი მოსავალი" (1956), "ბანაობის შემდეგ" (1956), "ქალიშვილი" (1960), "იყო არაბეთს როსტევან..." (1958, ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი) და სხვა. მისი ნაწარმოებების ძირითადი თემაა ადამიანის იდეალურად ლამაზი სხეული, მოძრაობის პლასტიკის მრავალფეროვნება, დინამიკა, რიტმი, რაც მკაფიოდ გამოვლინდა მის რელიეფებში, მცირე ქანდაკებასა და გრაფიკის სერიებში. გრაფიკოსი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.302 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |