The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიანა ქალდანი

დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხემარი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს (ვოკალური).

1975 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის მსახიობი (სოპრანო); 1980 წლიდან მუსიკალურ–ქორეოგრაფიული საზოგადოების კაპელის, 1984 წლიდან ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: მარო, ეთერი, ლატავრა (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), ლელა (რ. ლაღიძე "ლელა"), შორენა (შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), მედეა (ბ. კვერნაძე "მედეა", პირველი შემსრულებელი, 1993, პრემიერა ქუთაისში), მზია (ო. თაქთაქიშვილი "მინდია"), ცირა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ქეთო (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); სხვა რეპერტუარი: ლეონორა, ვიოლეტა (ვერდი "ტრუბადური", "ტრავიატა"), ლაურეტა (პუჩინი "ჯანი სკიკი"), ლეონორა (ბეთჰოვენი "ფიდელიო"), სანტუცა (მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ლუჩია (დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური"), ზემფირა (რახმანინოვი "ალეკო").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 476; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: