The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია ქართველი

Date of birth:4??
Date of death:5??
Category:Religious leader

Biography

ზაქარია(ზაქარია ქართველი) იყო V–VI საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე პალესტინაში. პეტრე იბერის "ასურულ ცხოვრებაში" ზაქარია პეტრესთან დაახლოებულ მოწაფეთა შორის იხსენიება, რომელთაც გარდაცვალების წინ პეტრე იბერმა თავისსავე დაარსებული მონასტრის გამგებლობა, მონასტრის ძმობაზე მზრუნველობა დაავალა და სთხოვა, "უცვლელად დაეცვათ სიკვდილამდე მართლმადიდებლობა"(იგულისხმება მონოფიზიტობა). პეტრე იბერის "ქართულ ცხოვრებაში", რომელიც პეტრეს "ასურული ცხოვრებიდანაა" გადმოკეთებული, ზაქარია "ზაქარია ქართველად" იწოდება. მთარგმნელის ანდერძში ნათქვამია, რომ იგი პეტრეს "მიცვალებამდე" მისი მოწაფე და მხლებელი იყო ზაქარია, მასთან დაახლოებით 482 წლიდან მოღვაწეობდა, თან ახლდა ცხელ წყლებზე სამკურნალოდ მყოფ პეტრეს გამგზავრებიდან სიკვდილამდე –"ამისთვსცა" აღწერა "ცხორებაი მისი და სასწაულნი, თუალითა… ხილულნი და ყურითა სმენილნი". "ასურული ცხოვრების" ქართულ ენაზე გადმომკეთებლის მაკარი მღვდლის სიტყვით, პეტრე იბერის "ცხოვრება" "კურთხეულმა და სანატრელმა" ზაქარიამ "ასურებრითა ენითა აღწერა", "ვინაითგან ფრიადა მეცნიერ ყოფილა მისთა ენისა". "ასურული ცხოვრების" ავტორად მეცნიერთა ნაწილი იოანე რუფუსს, ნაწილი კი VI საუკუნის სირიელ ისტორიკოსს ზაქარია რიტორს მიიჩნევდა, მაგრამ პეტრე იბერის "ქართულ ცხოვრებაზე" დართული ანდერძის შინაარსიდან გამომდინარე, ასევე პეტრეს "ასურული ცხოვრების" ცნობით, ამ ნაწარმოების ავტორად ზაქარია იქნა მიჩნეული(ი. ლოლაშვილი). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.320


Share: