შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ქართველი![]()
ბიოგრაფიაზაქარია(ზაქარია ქართველი) იყო V–VI საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე პალესტინაში. პეტრე იბერის "ასურულ ცხოვრებაში" ზაქარია პეტრესთან დაახლოებულ მოწაფეთა შორის იხსენიება, რომელთაც გარდაცვალების წინ პეტრე იბერმა თავისსავე დაარსებული მონასტრის გამგებლობა, მონასტრის ძმობაზე მზრუნველობა დაავალა და სთხოვა, "უცვლელად დაეცვათ სიკვდილამდე მართლმადიდებლობა"(იგულისხმება მონოფიზიტობა). პეტრე იბერის "ქართულ ცხოვრებაში", რომელიც პეტრეს "ასურული ცხოვრებიდანაა" გადმოკეთებული, ზაქარია "ზაქარია ქართველად" იწოდება. მთარგმნელის ანდერძში ნათქვამია, რომ იგი პეტრეს "მიცვალებამდე" მისი მოწაფე და მხლებელი იყო ზაქარია, მასთან დაახლოებით 482 წლიდან მოღვაწეობდა, თან ახლდა ცხელ წყლებზე სამკურნალოდ მყოფ პეტრეს გამგზავრებიდან სიკვდილამდე –"ამისთვსცა" აღწერა "ცხორებაი მისი და სასწაულნი, თუალითა… ხილულნი და ყურითა სმენილნი". "ასურული ცხოვრების" ქართულ ენაზე გადმომკეთებლის მაკარი მღვდლის სიტყვით, პეტრე იბერის "ცხოვრება" "კურთხეულმა და სანატრელმა" ზაქარიამ "ასურებრითა ენითა აღწერა", "ვინაითგან ფრიადა მეცნიერ ყოფილა მისთა ენისა". "ასურული ცხოვრების" ავტორად მეცნიერთა ნაწილი იოანე რუფუსს, ნაწილი კი VI საუკუნის სირიელ ისტორიკოსს ზაქარია რიტორს მიიჩნევდა, მაგრამ პეტრე იბერის "ქართულ ცხოვრებაზე" დართული ანდერძის შინაარსიდან გამომდინარე, ასევე პეტრეს "ასურული ცხოვრების" ცნობით, ამ ნაწარმოების ავტორად ზაქარია იქნა მიჩნეული(ი. ლოლაშვილი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.320
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |