Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცირა ქამუშაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1971 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს(საფორტეპიანო, საკონცერტმაისტერო დაოსტატება). 1979 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(საკონცერტმაისტერო დაოსტატება), 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები, საკონცერტმაისტერო განხრით: ნ. ჟვანია, ო. ბახუტაშვილი, ი. ლობჟანიძე; ქართული რეპერტუარი: თ. შავლოხაშვილი ვოკალური კვარტეტები(1985, 1986, 1987), კანტატა შექსპირის სონეტების სიტყვებზე, ვოკალური ციკლი"დედა", ს. ნასიძე ვოკალური ციკლი "ქართული ხალხური პოეზიიდან", ო. თაქთაქიშვილი რომანსები: "ქალაქი", "საღამო", "დედა", ა. კერესელიძე რომანსი "ვედრება", ა. ჩიმაკაძე რომანსები, ა. მაჭავარიანი რომანსები, რ. ლაღიძე ლელას არია ოპერა "ლელა", სავიოლინო პოემა; პირველი შესრულება: მ. დიაკვნიშვილი "ლირიკული ტრიპტიქი"(1988), თ. შავლოხაშვილი რომანსები: "ლოცვა", "ო, სიჭაბუკევ", "რისთვის მიყვარხარ", "ციურნი ხმები", დუეტი "რისთვის მიყვარხარ", რ. ქარუხნიშვილი ვოკალური ციკლი "მე მივსდევ შენს ხმას..."(2001), ს. ცინცაძე ვოკალური ციკლი პ. გრუზინსკის ლექსებზე(1985), "საჭიდაო"(1985), ა. მაჭავარიანი ვალსი ბალეტიდან "ოტელო"(1985), რ. ქარუხნიშვილი ვოკალური ციკლი "გამოთხოვება" გ. ტაბიძის ლექსებზე(2012); გასტროლები: ავსტრია, გერმანია; პიანისტი, კონცერტმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 477 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |