The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოსტა მაისურაძე

კოსტა მაისურაძე
Date of birth:1881
Date of death:1918  (at 37 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცხმორი, ონის რაიონი.

საჭიდაო სარბიელზე გამოვიდა 1902 წელს. თბილისის ცირკის პატრონმა ნიკიტინმა მოსკოვში წაიყვანა, სადაც მოკლე ხანში დაეუფლა ფრანგული ჭიდაობის ილეთებს. დიდი წარმატებით გამოდიოდა თბილისში, კიევში, პეტერბურგში, გროზნოში, მოსკოვში, კისლოვოდსკში გამართულ შეჯიბრებებში, სადაც მრავალი სახელგანთქმული ფალავანი ( კ. ბული, "კაზბეკ-გორა", პ. ზაგორუიკო, ი. ზაიკინი, ნ. ვახტუროვი, ა. გრამილოვი, კაშჩეევი და სხვ.) დაამარცხა. ბევრჯერ მოუპოვებია გამარჯვება საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში (ირანი, საფრანგეთი, გერმანია, რუმინეთი და სხვ.) და მრავალი ჯილდო მიუღია. იგი ჭიდაობის ილეთების იშვიათი მცოდნე იყო. დიდი პოპულარობით სარგებლობდა და კარგი სახელი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში. ქართველი ფალავანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.368



Share: