შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოსტა მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხმორი, ონის რაიონი. საჭიდაო სარბიელზე გამოვიდა 1902 წელს. თბილისის ცირკის პატრონმა ნიკიტინმა მოსკოვში წაიყვანა, სადაც მოკლე ხანში დაეუფლა ფრანგული ჭიდაობის ილეთებს. დიდი წარმატებით გამოდიოდა თბილისში, კიევში, პეტერბურგში, გროზნოში, მოსკოვში, კისლოვოდსკში გამართულ შეჯიბრებებში, სადაც მრავალი სახელგანთქმული ფალავანი ( კ. ბული, "კაზბეკ-გორა", პ. ზაგორუიკო, ი. ზაიკინი, ნ. ვახტუროვი, ა. გრამილოვი, კაშჩეევი და სხვ.) დაამარცხა. ბევრჯერ მოუპოვებია გამარჯვება საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში (ირანი, საფრანგეთი, გერმანია, რუმინეთი და სხვ.) და მრავალი ჯილდო მიუღია. იგი ჭიდაობის ილეთების იშვიათი მცოდნე იყო. 1910 წელს პირველი ადგილი დაიკავა თბილისში გამართულ დიდ ტურნირზე, სადაც უცხოელი მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ. დიდი პოპულარობით სარგებლობდა და კარგი სახელი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში. ქართველი ფალავანი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.368; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.468-469
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |