The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით სულაქველიძე

დავით სულაქველიძე
Date of birth:5 January, 1955  (70 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1980წწ. მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამომძიებლად; 1981 წლიდან ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები; 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს პარლამენტში; საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 1996-1999წწ. სამართლებრივი რეფორმების სამთავრობო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელი ქვეკომისიის წევრი; 1999-2002წწ. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე და სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე; 2002-2012წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2010 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ლექტორი და სისხლის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ლექტორი. მონაწილეობდა საქართველოს კოდექსებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მომზადებაში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.786; http://freeuni.edu.ge/node/529

Bibliography


Share: