შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკარიოსი (ანტიოქიის პატრიარქი)![]()
ბიოგრაფია1647 წლიდან ანტიოქიის პატრიარქი. ფინანსური დახმარების მიღების მიზნით ორჯერ იმოგზაურა რუსეთში. პირველად 1654-1656 წლებში, (ეს მოგზაურობა აღწერა მისმა ვაჟმა პავლე ალეპოელმა); მეორე მოგზაურობის დროს 1664-1666 და 1669 წლებში საქართველოშიც იყო. დასავლეთ საქართველოში ის აქტიურად ერეოდა ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში, გამოდიოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ. მის მიერ არაბულ ენაზე დაწერილ თხზულებაში შესულია ცნობები დასავლეთ საქართველოს შესახებ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.370; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.471
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |