Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაურ ჩანქსელიანი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის განხრით. 1978 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად აგროქიმიის სპეციალობით. 1979 წლიდან მცხეთის სარაიონათშორისო საწარმოო გაერთიანების "სოფლნაყოფიერების" თავმჯდომარეა; 1988 წლიდან მუშაობს სასოფლო-სამეურნეო რესურსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად; იკვლევს სასუქების გამოყენების პირობებში რადიონუკლეიდების მიგრაციას ნიადაგში, მცენარეებსა და პროდუქტებში; 1995 წლებში მუშაობდა პირველი მოწვევის პარლამენტის აპარატის აგრარულ კომიტეტში შეთავსებით; 1998 წლიდან იყო სოფლის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი - ინსტიტუტის დირექტორი; 2001 წლიდან ამავე ინსტიტუტისა და საქართველოს აგროეკოლოგიური სამეცნიერი-კვლევითი ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად შექმნილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 2008 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად; 2010 წლიდან იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 2000-2006 წწ. მუშაობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე; 2014 წელს არჩეული იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის უფროსად; გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის სამი სახელმღვანელო. აგროქიმიკოსი, სოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1994). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.791 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |