Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალაქია (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyაღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1532 - დაახლოებით 1534 წლიდან და XVI საუკუნის 50-იან წლებში. ადრე ქართლის მთავარეპისკოპოსი იყო. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა კახეთის სამეფოში მცხეთის კუთვნილი მამულების შემომტკიცებას. 1532 წელს კახთა მეფეს ლევანს (1520-1574წწ.) დააბრუნებინა მისაკუთრებული მამულები და დაამტკიცებინა კახეთის ტერიტორიაზე მცხეთის მამულების ერთიანი ახალი სიგელი. დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ევდემონთან ერთად მეთაურობდა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565წწ.) მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებას, რომელმაც მიიღო დადგენილებები ტყვეებით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობაში შერყეული ქრისტიანული წეს-ჩვეულებების აღსადგენად. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.384; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.479
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |