Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალაქია I (დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyდასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1519 წლიდან XVI საუკუნის 40-იან წლებში. რეზიდენცია ჰქონდა ბიჭვინთის საკათედრო საყდარში. იგი იმერეთის მეფის ბაგრატ III -ის (1510-1565) პოლიტიკური მომხრე იყო დასავლეთ საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საკითხში. ბაგრატ III-ის ბრძანებით მან 1529 წელს ქუთაისის საეპისკოპო გაყო სამად და დააარსა ხონისა და გელათის ახალი საეპისკოპოები, რომელთა მეთაურები ბიჭვინთის საყდარში აკურთხა. 1533 წელს, როცა გაგრასთან ჯიქების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, იგი ბრძოლის ადგილას გაემგზავრა და ტყვეები ფულით დაიხსნა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.384; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.479-480
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |