The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალაქია II გურიელი

Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Nobleman, Religious leader

Biography

გურიის მთავარი 1684-1685 და 1689 წლებში; ქაიხოსრო I გურიელის ძე; 1658-1684წწ. ჯერ შემოქმედის, შემდეგ ჯუმათ-შემოქმედის ეპისკოპოსი; გურიის მთავრად დასვა იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-მ. 1685 წელს ტახტიდან ჩამოაგდო ძმისწულმა ქაიხოსრო II გურიელმა. მალაქია ახალციხის ფაშასთან გაიქცა. ფაშამ იგი გურიაში დააბრუნა, ქაიხოსრო II-ს ფიცი დაადებინა, რომ მალაქიას არაფერს ავნებდა. მაგრამ ქაიხოსრომ ფიცი გატეხა და მალაქია II გურიელი დააბრმავა. 1689 წელს მალაქია ახალციხის ფაშას დახმარებით კვლავ დაეუფლა სამთავრო ტახტს, მაგრამ სამთავროს მართვა ვეღარ შეძლო და გურიის ფეოდალებმა იმავე წელს მთავრად მისი ძმისწული მამია III მიიწვიეს. ახალმა მთავარმა მალაქია II გურიელი კვლავ შემოქმედის ეპისკოპოსად დასვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.385



Share: