The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ფერაძე

გია ფერაძე
Legal name:გიორგი ფერაძე
Date of birth:20 April, 1948
Date of death:20 December, 1995  (at 47 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Actor/Actress, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში; 1973-1985წწ. რუსთაველის თეატრის მსახიობია; შესრულებული აქვს 40-ზე მეტი როლი თეატრსა და კინოში; თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია მისი როლი სპექტაკლ "კავკასიური ცარცის წრეში" (რეჟ.: რ. სტურუა), რომლითაც რუსთაველის თეატრთან ერთად მოიარა მსოფლიოს 15 ქვეყანა; შესრულებული აქვს როლები "მოსფილმში", "ლენფილმში", კიევის "დოვჟენკოს სტუდიაში", ოდესის სტუდიაში, მონაწილეობდა მრავალ სატელევიზიო დადგმაში; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ქართულ მხატვრულ ფილმში: "კედელი" (რეჟ.: ა. ნინუა, 1966), "განგაში" (ოსიკო, რეჟ.: ნ. სანიშვილი, 1968), "ფერსცვალება" (რეჟ.: ლ. ღოღობერიძე, 1968), "ქერათმიანი ქალიშვილი" (რეჟ.: დ. ბათიაშვილი, 1968), "მოიტაცეს თამარ ქალი" (ნუგზარი, რეჟ.: ლ. გორდელაძე, 1971), "მე, გამომძიებელი" (რეჟ.: გ. კალატოზიშვილი, 1971), "გაზაფხულის საღამო" (რეჟ.: გ. ჭოხონელიძე, 1972), "ლევან ხიდაშელი" (გოგია, რეჟ.: ვ. ტაბლიაშვილი, 1973), "წკიპუტები" (ბიგო, ქურდი, რეჟ.: რ. ესაძე, 1973), "ვალსი მთაწმინდაზე" (რეჟ.: ბ. წულაძე, 1975), "ივანიკა და სიმონიკა" (სიმონიკა, რეჟ.: პ. ჩარკვიანი, 1975), შესვენება" (რეჟ.: ბ. მწულაძე, 1978), "მეცამეტე გოჭი" (რეჟ.: რ. ჭარხალაშვილი, 1979), "ზღარბი" (გოგის მამა, რეჟ.: ა. ნინუა, 1979), "თბილისი, პარიზი, თბილისი" (ჟორჟი, რეჟ.: ლ. აბაშიძე, 1980), "არასერიოზული კაცი" (ნიკო, რეჟ.: დ. ბათიაშვილი, 1980), "ცხელი ზაფხულის სამი დღე" (ლევანი, რეჟ.: მ. კოკოჩაშვილი, 1981), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (ლეკო თათაშელი, რეჟ.: გ. შენგელაია, 1984), "ზოზღნა" (რეჟ.: მ. არჩვაძე, 1993), "ძალიან პატარა ამბავი" (რეჟ.: გ. ოვაშვილი, 1995); 2014 წელს გამოვიდა გია ფერაძის ლექსები – "სევდის კრებული", რომელიც გამოსცა მისმა ძმამ, მწერალმა ილიკო ფერაძემპედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ბიძინა ფერაძისა და თინა ჟორჟოლიანის (საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი) შვილი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.304-305; intermedia.geმე, ბებია-ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე / ი. ფერაძე.-თბ.,2006.-გვ.270

Bibliography


Share: