შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ფერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში; 1973-1985წწ. რუსთაველის თეატრის მსახიობია; შესრულებული აქვს 40-ზე მეტი როლი თეატრსა და კინოში; თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია მისი როლი სპექტაკლ "კავკასიური ცარცის წრეში" (რეჟ.: რ. სტურუა), რომლითაც რუსთაველის თეატრთან ერთად მოიარა მსოფლიოს 15 ქვეყანა; შესრულებული აქვს როლები "მოსფილმში", "ლენფილმში", კიევის "დოვჟენკოს სტუდიაში", ოდესის სტუდიაში, მონაწილეობდა მრავალ სატელევიზიო დადგმაში; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ქართულ მხატვრულ ფილმში: "კედელი" (რეჟ.: ა. ნინუა, 1966), "განგაში" (ოსიკო, რეჟ.: ნ. სანიშვილი, 1968), "ფერსცვალება" (რეჟ.: ლ. ღოღობერიძე, 1968), "ქერათმიანი ქალიშვილი" (რეჟ.: დ. ბათიაშვილი, 1968), "მოიტაცეს თამარ ქალი" (ნუგზარი, რეჟ.: ლ. გორდელაძე, 1971), "მე, გამომძიებელი" (რეჟ.: გ. კალატოზიშვილი, 1971), "გაზაფხულის საღამო" (რეჟ.: გ. ჭოხონელიძე, 1972), "ლევან ხიდაშელი" (გოგია, რეჟ.: ვ. ტაბლიაშვილი, 1973), "წკიპუტები" (ბიგო, ქურდი, რეჟ.: რ. ესაძე, 1973), "ვალსი მთაწმინდაზე" (რეჟ.: ბ. წულაძე, 1975), "ივანიკა და სიმონიკა" (სიმონიკა, რეჟ.: პ. ჩარკვიანი, 1975), შესვენება" (რეჟ.: ბ. მწულაძე, 1978), "მეცამეტე გოჭი" (რეჟ.: რ. ჭარხალაშვილი, 1979), "ზღარბი" (გოგის მამა, რეჟ.: ა. ნინუა, 1979), "თბილისი, პარიზი, თბილისი" (ჟორჟი, რეჟ.: ლ. აბაშიძე, 1980), "არასერიოზული კაცი" (ნიკო, რეჟ.: დ. ბათიაშვილი, 1980), "ცხელი ზაფხულის სამი დღე" (ლევანი, რეჟ.: მ. კოკოჩაშვილი, 1981), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (ლეკო თათაშელი, რეჟ.: გ. შენგელაია, 1984), "ზოზღნა" (რეჟ.: მ. არჩვაძე, 1993), "ძალიან პატარა ამბავი" (რეჟ.: გ. ოვაშვილი, 1995); 2014 წელს გამოვიდა გია ფერაძის ლექსები – "სევდის კრებული", რომელიც გამოსცა მისმა ძმამ, მწერალმა ილიკო ფერაძემ. პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ბიძინა ფერაძისა და თინა ჟორჟოლიანის (საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი) შვილი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.304-305; intermedia.ge; მე, ბებია-ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე / ი. ფერაძე.-თბ.,2006.-გვ.270 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |