შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თომა მამაიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, ახლანდელი სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის ვეტერინარული ინსტიტუტი 1917 წელს. 1918-1930წწ. მუშაობდა სპეციალობის მიხედვით სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაოებზე. 1937 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ზოოტექნიკურ-ვეტერინარული ინსტიტუტის ზოოჰიგიენისა და ვეტერინარიის საფუძვლების კათედრის გამგე. შეისწავლა ცხოველთა ბინებში ამიაკის შემცველობის საკითხები, ქვეშსაფენად თაბაშირიანი მერგელის გამოყენების ზოოჰიგიენური მნიშვნელობა და სხვა. ავტორია 3 სახელმძღვანელოსი და სამეცნიერო ნაშრომებისა ვეტერინარიის დარგში. ვეტექიმი, ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1946). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამიაკის შემცველობის საკითხი ცხოველთა ბინებში ქვეშსაფენად მერგელის გამრყენებისას", დაიცვა 1941 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.393; mematiane.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.485 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |