შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იორამ მამალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. 1926-1928 სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში, 1928-1932 წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო გიგო გაბაშვილისა და ვ. ლანსერეს მოწაფე. 1940-1945წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, 1945-1948წწ. სამხატვრო სამრეწველო სასწავლებელში, 1959-1966წწ. სამხატვრო აკადემიაში. შექმნა ხალისიანი პეიზაჟები. მისი ნამუშევრებია: "ფერომანგანუმის ქარხანა"(1937), "პიონერები იმერეთის სოფელში"(1947 ორივე საქართველოს სამხატვრო გალერეა). იგი ფერწერისა და პერსპექტივის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია. ფერმწერი, პეიზაჟისტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.393; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.485 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |