Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლანა ქეცბა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1953 წელს(საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს (მუსიკის ისტორია). 1958–2004წწ. იყო ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(მუსიკალური ლიტერატურა), 1961–1974წწ. სიხუმის I მუსიკალური სკოლის დირექტორი, 1974–1993წწ. მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1971–1992წწ. და 1992–2004წწ. აფხაზეთის ასსრ კულტურის მინისტრი; 1996–2004წწ. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე; 2004–2006წწ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე; 2006 წლიდან "აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის" დამაარსებელი და თავმჯდომარე; 1992 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში; აფხაზეთიდან დევნილთათვის მართავს საქველმოქმედო კონცერტებს, გამოფენებს, შეხვედრა–საღამოებს; გასტროლებით შემოიარა: საფრანგეთი, შვეიცარია, პოლონეთი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "დიოსკურია"–სთან ერთად; მუსიკისმცოდნე–ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 489; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა: facebook.com; abkhazia.gov.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |