The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჭანტურია

გიორგი ჭანტურია
Date of birth:24 March, 1957
Date of death:10 January, 2018  (at 60 years)
Category:Diplomat, Philologist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.

1989 წლამდე მუშაობდა სახელისუფლებო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში; 1992-1993წწ. ასრულებდა საგანგებო დიპლომატიურ მისიას აზერბაიჯანში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ისრაელში; 1993 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში; 1994-1996წწ. - საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 1996 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) პრეზიდენტი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ. 805; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.110;  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.184

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    დასავლეთის მიმართულების ნავთობსადენის და სუფსის სახმელეთო ტერმინალის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების უმაღლეს დონეზე განხორციელებისათვის, მშენებლობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის,თავდადებული და ნაყოფიერი შრომისათვის

Share: